დაწყებითების კათედრის დებულება
კათედრა წარმართავს ე.ს.გ.-ით გათვალისწინებულ დისციპლინებში
სავალდებულო საგნების სწავლებას, გეგმავს და ახორციელებს კლასგარეშე და სკოლისგარეშე
მუშაობას.
კათედრის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს სკოლაში სწავლება/სწავლისა
და აღზრდის ხარისხის ამაღლებას.
დაწყებითების კათედრის ძირითადი ამოცანებია:
·
სასწავლო-აღმზრდელობითი
პროცესის ხარისხის ასამაღლებელი ღონისძიებების შემუშავება და მათი გატარება.
·
სწავლების
ტრადიციული და თანამედტოვე ინოვაციური მეთოდების
ურთიერთშერწყმის გზების ძიება, სწავლების
მეთოდების სრულყოფაზე ზრუნვა.
·
საუკეთესო
მასწავლებლების მუშაობის გამოცდილების შესწავლა და განზოგადება; დამწყები პედაგოგებისათვის
დახმარების გაწევა დახელოვნების მიზნით.
·
პედაგოგთა
კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ზრუნვა.
·
ე.ს.გ.-ის
ძირითად საგნებში სასწავლო გეგმების შექმნა.
·
სასწავლო
პროცესში თვალსაჩინოებებისა და სწავლების ტექნიკური საშუალებების გამოყენების მეთოდების
შემუშავება.
·
ალტერნატიული
სახელმძღვანელოების, დამხმარე სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის და სასწავლო-ვიზუალური
მასალების განხილვა, შეფასება და შერჩევა.
·
მოსწავლეთა
კომპეტენციების შემოწმება-შეფასება და შედეგების ანალიზი.
·
მოსწავლეთა
ინტერესების და საჭიროებების დადგენა და ამის საფუძველზე ინდივიდუალური მუშაობის დაგეგმვა
და წარმართვა.
·
კრიტიკული აზროვნების განვითარებისა და სამართლებრივი
მართლშეგნების ამაღლებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა.
·
ინკლუზიური
განათლების უზრუნველყოფისთვის პედაგოგიური ხელშემწყობი პირობების შექმნა.
კათედრის შეკრების სიხშირე, განრიგი
კათედრის სხდომა ტარდება რეგულარულად თვეში ერთხელ. პირველი სხდომა იმართება
სასწ. წლის დასაწყისში. სხდომა აუცილებლად იმართება აგრეთვე სემესტრის ბოლოს და სასწ.
წლის ბოლოს. საჭიროებისამებრ შეიძლება დამატებითი სხდომების მოწვევაც.
კათედრის
სხდომების განრიგი და დღის წესრიგი დგება წინასწარ.
კათედრაზე
უნდა ინახებოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
·
სამუშაო
გეგმა
·
სხდომის
ოქმები
·
საკონთროლო
სამუშაოების ჩატარებისა და გაკვეთილებზე დასწრების გრაფიკები, ან სხვა ღონისძიებების
ჩატარების განრიგი
·
სასწავლო-მეთოდური
დოკუმენტაციის საკონტროლო ეგზემპლარები
·
საკონტროლო
სამუშაოებისა და ტესტების ნიმუშები
·
გაწეული
მუშაობის როგორც სემესტრული, ასევე წლიური ანგარიშები
საქმიანი დოკუმენტაციის წარმოება, მოწესრიგება და შენახვა
ევალება კათედრის მდივანს. კათედრაზე დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს არანაკლებ 2 წლისა.
ა ნ გ ა რ ი შ ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ე ბ ა
კათედრა ანგარიშვალდებულია სკოლის დირექტორისა და პედსაბჭოს
წინაშე. კათედრის თავმჯდომარე ანგარიშვალდებუილია კათედრის წევრების წინაშე.
კ ა თ ე დ რ ი ს
ხ ე ლ მ ძ ღ ვ ა ნ ე ლ ო ბ ა დ ა მ ა თ ი
ფ უ ნ ქ ც ი ე ბ ი
კათედრას ხელმძღვანელობს კათედრის თავმჯდომარე, რომელსაც
ირჩევენ კათედრის წევრები ერთი(?) სასწავლო წლის ვადით.
კათედრას ჰყავს მდივანი, რომელსაც ირჩევენ ერთი სასწავლო
წლის ვადით.
კათედრის თავმჯდომარეს ევალება:
·
კათედრის
მუშაობის ორგანიზება და მართვა
·
ცალკეული
საგნისა თუ საგნობრივი ჯგუფის სწავლების პროცესის კოორდინაცია.
·
სამუშაო
გეგმის შედგენა კათედრის წევრების მიერ შემოთავაზებული საკითხების გათვალისწინებით.
·
სხვა
კათედრებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება
·
კათედრის
წევრების მუშაობის შესწავლა, მათ მიერ ჩატარებული მეცადინეობების ხარისხის კონტროლი,
გაკვეთილებზე ურთიერთდასწრების ორგანიზაცია
·
მიღებული
გადაწყვეტილებების შესრულების სისტემატური შემოწმება და შემოწმების შედეგების სხდომაზე
განხილვა
·
კათედრის
მუშაობის აღრიცხვის წარმოება და კათედრის წევრებისათვის გაცნობა
·
კათედრის
სხდომების წარმართვა და კათედრის ყველა წევრის მონაწილეობის უზრუნველყოფა, რეგლამენტის
დაცვა
·
წლიური
ანგარიშის წარდგენა პედსაბჭოსა და დირექტორისადმი
კათედრის მდივანს ევალება:
·
კათედრის
მუშაობის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება თავმჯდომარის მითითებათა მიხედვით.
კათედრის წევრების უფლება-მოვალეობები:
·
კათედრის
ყველა წევრს უფლება აქვს კათედრაზე განსახილველად შეიტანოს სასწავლო-აღმზრდელობითი
მუშაობის გასაუმჯობესებელი რეკომენდაციები, აგრეთვე მის პირად საჭიროებებთან, მუშაობის
პირობებთან და შედეგებთან, მის საკარიერო და პროფესიულ ზრდასთან დაკავშირებული სხვა
წინადადებები.
·
კათედრის
წევრებს უფლება აქვთ გაეცნონ კათედრის ყველა დოკუმენტაციას და დროულად მიიღონ მათი
მოვალეობების შესრულებისთვის საჭირო ყველა მასალა;
·
კათედრის
წევრებს უფლება აქვთ მოიწვიონ კათედრის რიგგარეშე სხდომა არანაკლებ სიითი შემადგენლობის
ერთი მესამედის მოთხოვნით;
·
კათედრის
წევრები ვალდებულნი არიან დაესწრონ კათედრის სხდომებს, მიიღონ აქტიური მონაწილეობა
მის მუშაობაში, შეასრულონ კათედრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და კათედრის ხელმძღვანელის
მიერ მიცემული დავალებები
ს ხ დ ო მ ი ს პ რ ო ც ე დ უ რ ა დ ა ს ხ
დ ო მ ი ს ო ქ მ ი ს წ ა რ მ ო ე ბ ა
·
კათედრის
თავმჯდომარე ხელმძღვანელობს და წარმართავს კათედრის სხდომებს. სხდომების საორგანიზაციო
და საინფორმაციო მხარეს აგვარებს კათედრის მდივანი.
·
კათედრის
სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კათედრის წევრ პედაგოგთა
ორი მესამედი მაინც.
·
კათედრის
სხდომა ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის. საჭიროების შემთხვევაში კათედრა
უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს სკოლის მმართველობითი რგოლის ნებისმიერი წარმომადგენელი.
·
პირველ
სხდომაზე კათედრა ხმათა უმრავლესობით ირჩევს თავმჯდომარეს და მდივანს.
·
კათედრა
გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში
გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.თავმჯდომარე ყოველ საკითხზე ბოლო გამოთქვამს აზრს.
·
კათედრის
სხდომის დანიშვნამდე მინიმუმ სამი დღით ადრე თავმჯდომარე კათედრის მდივნისა და სკოლის
ადმინისტრაციის დახმარებით ატყობინებს კათედრის თითოეულ წევრს სხდომის შესახებ და შეტყობინებას
დაურთავს სხდომის დღის წესრიგს,
·
სხდომის
ოქმში ფიქსირდება ყველა გამოთქმული მოსაზრება და წინადადება. ოქმს ხელს აწერს მდივანი
და თავმჯდომარე. იგი მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა და პროფესიონალური სტანდარტების გათვალისწინებით
უნდა ინახებოდეს.
·
კათედრა
უზრუნველყოფს სხდომის დღის წესრიგის ხელმოწერითი ოქმისა დასხდომასთან დაკავშირებული
სხვა დოკუმენტების (გარდა კონფიდენციალური
დოკუმენტებისა, რომელშიც მოხსენიებულია კონკრეტული მოსწავლე ან სკოლის თანამშრომელი)
საჯაროობას ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. იგივე წესი ეხება კათედრის მიერ შექმნილი
ნებისმიერი სამუშაო ჯგუფის/კომისიის სხდომის ოქმებს.
·
დახურული
სხდომის ოქმი (კონფიდენციალური დოკუმენტი) ინახება და საჯარო ხდება საქართველოს ადმინისტრაციული
კოდექსის 33-ე მუხლის შესაბამისად.
კომისიის
სხდომის ოქმები ისევე ინახება, როგორც კათედრის სხდომის ოქმები.
Комментариев нет:
Отправить комментарий