2014-2015 სასწავლო წლის I და II სემესტრის ანგარიში

დაწყებითი საფეხურის  კათედრის თავმჯდომარის  სემესტრის  ანგარიში

ჩვენი კათედრა სექტემბრის დასაწყისში შეუდგა მუშაობას. შევადგინეთ
წლიური სამუშაო გეგმა, განვიხილეთ ე.ს.გ.-ში შეტანილი ცვლილებები,
ავირჩიეთ გრიფირებული სახელმძღვანელოები, შევარჩიეთ დამატებითი
საგანმანათლებლო რესურსები. ყველა მასწავლებელმა შეადგინა საგნის
წლიური სამუშაო გეგმა-სილაბუსი. შევიმუშავეთ შეფასების რუბრიკები
და კრიტერიუმები. დავგეგმეთ და ჩავატარეთ კლასგარეშე ღონისძიებე-
ბი:  მასწავლებლის დღეს მიუძღვნეს კედლის გაზეთები მეორე, მესამე და
მეოთხე კლასელებმა. მესამე კლასელები იყვნენ ექსკურსიაზე თბილისში,
ჩატარდა კონკურსი მხატვრულ კითხვაში. ორივე პირველ და მეორე კლას
ში ჩატარდა შემოდგომის ზეიმი, მეოთხე კლასელებმა გამოუშვეს კედ-
ლის გაზეთი-„მოწყდნენ და გაფრინდნენ ფოთლები... ფოთლები...“
საახალწლო ზეიმები ჩატარდა პირველ და მეოთხე კლასებში.
გაკვეთილის ანალიზისა და მუშაობის გაუმჯობესების მიზნით სასწავლო
ნაწილის გამგესთან ერთად დავესწარი გაკვეთილებზე კათედრის ოთხ მა
სწავლებელს. მოვახდინეთ გაკვეთილის ანალიზი და მივეცით რეკომენ-
დაციები.
კლასებში შექმნილია ბიბლიოთეკები, ვზრუნავთ კითხვის ტექნიკის ამაღ
ლებაზე.
გ. კოჭლამაზაშვილი, ა. გოგოშვილი და  ნ. კაღაშვილი წარმატებით მონა-
წილეობენ ორგანიზაცია „ცოდნის სამყაროს“ პროექტში-„მე მიყვარს კით-
ხვა“.
ი. ქოქიაშვილმა მონაწილეობა მიიღო მათემატიკის ოლიმპიადაში.
ვცდილობთ, ძველი და ახალი მეთოდოლოგიები და მიდგომები მოვარ-

გოთ მოსწავლეთა შესაძლებლობებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий